ხულოში, ხიხაძირი-კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.