რუსეთის ჯარებმა დღეს ხერსონის ოლქში ხუთი თვითმფრინავიდან ცხრა საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის ქვეშ ოთხი დასახლება იყო.
“დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია დგინდება“, – აღნიშნა პროკუდინმა.
ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლების შემდეგ რეგიონის ნაწილი ოკუპანტების მუდმივი დაბომბვის ქვეშაა. რუსები მშვიდობიან მოსახლეობას მძიმე იარაღით, არტილერიითა და თვითმფრინავით ესხმიან თავს.