პარტია "გირჩის" წევრმა ვახო მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროდუქტულად შეაფასა.
"დღეს გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. ვერ გეტყვით იმ ნაწილზე, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელითაც დავასრულებთ.
შეთანხმება ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას და ეს არ იქნება, მანამდე სანამ ყველაფერს არ გავივლით. დღეს გავლილი მხოლოდ ნაწილი გვაქვს, ხვალ სრულად დავასრულებთ"- განაცხადა მეგრელიშვილმა.