spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხვალ ოდესაში საქართველოსა და უკრაინის კულტურის საღამო “საქართველო-უკრაინის ერთობა“ გაიმართება

ხვალ ქალაქ ოდესის ქალაქის ბაღის საზაფხულო თეატრში საქართველოსა და უკრაინის კულტურის საღამო “საქართველო-უკრაინის ერთობა“ გაიმართება. 

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოდან სპეციალურად მიწვეული, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პერფორმანსები, საქართველოსა და უკრაინის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, თემატური ფოტოგამოფენები, თანამედროვე უკრაინელი მხატვრების გამოფენა, ნაციონალური სამოსისა და ქართული და უკრაინული წიგნების და მხატვრული ნაკეთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე, უკრაინელი მომღერალი ანასტასია ბუკინა, ჯგუფი “Premier Project”, უკრაინის ხალხური სამხატვრო კოლექტივი – ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საქართველო“ და უკრაინის სამხატვრო კოლექტივი ცეკვის ანსამბლი „Дитинство“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეები სალომე მელია და ნატალია ჟუკოვა

 

კულტურის საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართული დიზაინერული ბრენდები, კერძოდ – ქართული ტანსაცმლის ტრადიციული კოლექციით წარსდგება ბრენდი „Samoseli Pirveli” ასევე, თანამედროვე ქართული ტანსაცმლის კოლექციას წარმოადგენს ბრენდი „Shavdia”. უკრაინულ ნაციონალურ ტანსაცმელს, თანამედროვე ბრენდით „Незалежні“, ნატალია მაჟაროვა წარმოადგენს. გამოფენაზე ქართული წიგნები გამომცემლობა “მერიდიანის“ მიერ იქნება წარდგენილი, უკრაინული კი – „Книгарня-кав’ярня“.

 

ღონისძიება ჩატარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქალაქ ოდესის საქალაქო საბჭოს მხარდაჭერით. 

 

საღამოს მხარდამჭერები არიან ასევე ავიაკომპანია „Sky Up“,  მინერალური წყლის უნიკალური ბრენდი „Borjomi“, სამშენებლო  და დეველოპერული კომპანია „ELT Building“, სასტუმრო „Дворянський“, რესტორანი „Kura“. 

 

ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება, ცერემონიის გახსნა კი 18:00 საათზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები