spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხვიჩა კვარაცხელია – ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა.

 

“უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ ალბათ, არასოდეს. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ და ბედნიერები ვართ.

 

უდიდეს მადლობას გადავუხდი გულშემატკივრებს, მართლა საოცარი გულშემატკივრობა იყო, ეს მუხტი გამოგვყვა მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო და კვლავ მაქსიმუმს გავიღებთ. ყველას დიდი მოკითხვა, ცუდს და კარგს, არ აქვს მნიშვნელობა, წინ და წინ უნდა წავიდეთ ქართველები აუცილებლად”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები