ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.