უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 515000 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.06.24-მდე: ტანკები – 7828 (+22), ჯავშანტექნიკა – 15076 (+40), საარტილერიო სისტემები – 13433 (+48), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1095 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 830 (+3), თვითმფრინავები – 357 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10846 (+41), ფრთოსანი რაკეტები – 2270 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 18360 (+63), სპეციალური ტექნიკა – 2230 (+7).