კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში 67 მშვიდობიანი მოქალაქე საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.
დაკრძალვის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „რუსული მშვიდობის“ მორიგი მსხვერპლი უკრაინელების ცხედრები შავი პაკეტებით დაკრძალეს და ბევრი მათგანის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.
უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აგრესორების მიერ მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებს საერთო სასაფლაოებზე ასაფლავებენ.