უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“მეგობრებო! ორი დარტყმა იყო შევჩენკოვსკის რაიონში. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს კლიჩკო.
როგორც ცნობილია, კიევში ამ დროისთვის გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფება.