spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიევში 24 თებერვალს სამიტი გაიმართება – ვინ ეწვევა უკრაინას ომის მე-3 წლისთავზე

კიევში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროპელი ოფიციალური პირების მონაწილეობით სამიტი გაიმართება. ზოგიერთი მათგანი დედაქალაქში პირადად ჩავა, ნაწილი კი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს, 24 თებერვალს, დედაქალაქში ვიზიტის შესახებ განაცხადეს.

კოსტამ აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ეწვევა უკრაინის დედაქალაქს, რათა დაადასტუროს გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე კიევში ევროკომისართა საბჭო ჩავა.

“მთავრობა ევროკომისიის კოლეგებთან ერთად გამართავს ერთობლივ კონსულტაციებს. დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა. განვიხილავთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში ინტეგრაციას”, – განაცხადა შმიგალმა.

სტუმრებს შორის იქნება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პირადად პრეზიდენტის სასახლეში, ოთხშაბათს, 19 თებერვალს საღამოს განუცხადა.

“ეს ვიზიტი ეწყობა ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად. დიახ, ჩვენ ვიქნებით უკრაინაში ამ დროის განმავლობაში. ასევე იქნება საკმაოდ ბევრი ლიდერი. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფართო იქნება, ვიდრე ბალტიის ქვეყნების, თუნდაც ბალტიის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ ევროპის ფორმატი”, – განაცხადა ნაუსედამ.

მისივე თქმით, ეს იქნება პარტნიორებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, “ისაუბრონ იმაზე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა და რა არის გასაკეთებელი უახლოეს მომავალში”.

პარტნიორ ქვეყნების სამიტზე ესპანეთს პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი წარადგენს. კიევში დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

“ორშაბათს (24 თებერვალს) მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ”, – აღნიშნა მან.

როგორც მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ორშაბათს, 24 თებერვალს კიევში ამზადებს პარტნიორ ქვეყნების ლიდერების შეხვედრას. ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ნაბიჯების მკაფიო ხედვა – მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და დასავლეთის ქვეყნების კოლექტიური პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები