კიევის დარნიცის რაიონში ყოფილ ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
წინასწარი მონაცემებით, გაზის ბალონი აფეთქდა.