კიევში, გოლოსეევსკის რაიონში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა, – ამის შესახებ Front News-ს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 1971 წელს დაბადებული ქალი.
გოლოსეევსკის რაიონში, სამსახურთულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.