კიევის მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქებები გაიგეს. ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში მოგვიანებით გამოცხადდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმებია ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა.
კიევის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.