კიევში, მაღალსართულიან კორპუსში წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გარდა ამისა, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კიდევ ორს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
დაზიანებული ბინებიდან სულ 18 ადამიანი გამოიყვანეს, სახლის ყველა მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ექსპერტები აფეთქების მიზეზებს იკვლევენ.