spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიევში მეგის ქარდავა დააკავეს

კიევი: 1 ნოემბერს უკრაინის საზღვარზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს.

 

Front News-ის წყაროს ინფორმაციით, ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ივანო ფრანკოვსკიში აიყვანეს.

 

როგორც Front News-ს უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა, ქარდავას დაკავების შესახებ მან თბილისიდან შეიტყო.

 

“ყველა დეპარტამენტს  და სამსახურს დავავალე ინფორმაცია გადაამოწმონ”, – განაცხადა დუმბაძემ.

 

მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა აქვს შეფარდებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები