კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავებულია 82, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.
“დედაქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა 82“, – წერს პოპკო.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფოც.
მსხვერპლი არის სხვა ქალაქებშიც. კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.