spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიევში რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად The Insider-ის ჟურნალისტი დაიღუპა

რუსული ოპოზიციური გაზეთის The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა კიევში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბაულინამ სარედაქციო დავალებით რუსული ჯარების მიერ კიევის პოდოლსკის რაიონის დაბომბვის შემდეგ დანგრეულ შენობებს იღებდა, როდესაც განმეორებითი სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოყვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი ადამიანი კი, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადრე ბაულინა მუშაობდა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან  – ნავალნი LIVE YouTube არხზე და ანტიკორუფციულ ფონდში. მას შემდეგ, რაც ფონდის საქმიანობა რუსეთში აკრძალეს და ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, 2021 ივნისში ბაულინამ ქვეყანა დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები