spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

კიევი: ქერჩის სრუტეში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის გასაპროტესტებლად, კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

 

დემონსტრანტებმა საელჩოს ღობეზე ქაღალდის ნავები დაალაგეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საბურავები მიიტანეს.

 

ქერჩის სრუტეში რუსულმა ხომალდებმა უკრაინის გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ექვსი უკრაინელია დაჭრილი, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინა რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს და ინციდენტის განხილვას გაერო-სა და ეუთო-ში გეგმავს. 

 

ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები