spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიევში სარაკეტო დარტყმებს რადიო “თავისუფლების“ ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. 

 

ინფორმაციას მისი კოლეგები ადასტურებენ.

 

მანამდე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს.

 

ვერი გირიჩი „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროში 2018 წლის პირველი თებერვლიდან პროდიუსერად მუშაობდა. მანამდე ის წამყვან უკრაინულ ტელეკომპანიებში მსახურობდა.

 

რუსეთის სარაკეტო დარტყმები კიევზე 28 აპრილის საღამოს განხორციელდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები