უკრაინის გენერალური პროკურაის ინფორმაციით, კიევში პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა.
“20 მარტის საღამოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, რაკეტები გაისროლეს დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში.
დაბომბვისა და ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა, დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები და იქვე გაჩერებული მანქანები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.