თბილისი: კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა.
აღსაყრდების ცერემონია კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. ცერემონიას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია და უკრაინული დიასპორების იერარქები დაესწრნენ.
ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
რაც შეეხება უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქს ფილარეტს, ის ცერემონიას ჯანმრთელობის გაურესების გამო ვერ დაესწრო და მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია წერილობით მიულოცა.
ინტრონიზაციის შემდეგ ეპიფანეს ჯვარი და ორი პანაგია გადასცეს. საეკლესიო ნიშნების მიღების შემდეგ, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი ხელმძღვანელი გახდა.
ინტრონიზაციის თარიღი მიტროპოლიტი ეპიფანის დაბადების დღეს დაამთხვიეს. სასულიერო პირს დღეს 40 წელი შეუსრულდა.
მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომემ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 6 იანვარს გადასცა.