კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსების კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 4 ადამიანი, 19-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
პირველი მსხვერპლი, 60 წლამდე ქალის ცხედარი შევჩენკოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება.