კიევზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ასევე ცნობილია 24 დაშავებულის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.
“08:45 საათისთვის მომხდარი დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა”, – განაცხადა სმირნოვმა.
კიევში აფეთქებებმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დამწვარია 6 ავტომობილი, 15 დაზიანებულია. შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 30 თანამშრომელი და 6 ერთეული ტექნიკა.
რუსების სარაკეტო თავდასხმებს მსხვერპლი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებშიც მოჰყვა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ უცნობია.