კინოცენტრის შენობასთან მსახიობები, რეჟისორები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, ყველა დაკავებული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ისჯება და ისინი პოლიტიკური ტყვეები არიან.
აღნიშნული მოთხოვნებით საპროტესტო მარშები დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი.