spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კირბი – აშშ ხელს შეუწყობს უკრაინის მშვიდობის ფორმულას საერთაშორისო დონეზე

ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, კირბიმ აღნიშნა, რომ “უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი დამტკიცდა 27 დეკემბერს და ჯერჯერობით არის ბოლო პროექტი, რომლის განხორციელების უფლებამოსილებაც მთავრობას აქვს”.

 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დამატებითი დაფინანსება უკრაინის ახალი დახმარებისთვის, რათა გავაგრძელოთ იგი, რადგან ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეტევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ომი გრძელდება“, – განაცხადა კირბიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები