შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მალე გამოაცხადებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“თქვენ ნახეთ დახმარების პაკეტი USAI-ის ფარგლებში, რომელიც გამოცხადდა კვირის ბოლოს. ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მალე თქვენ იხილავთ დახმარების დამატებით პაკეტებს შეერთებული შტატებიდან”, – განაცხადა მან.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ზუსტად იცის, რა სჭირდება უკრაინას, მათ შორის მიმდინარე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის.
“ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა კირბიმ.