spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კირბი – ირანის ისრაელზე თავდასხმის საფრთხე რეალურია

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

როგორც კირბიმ აღნიშნა, ირანის საფრთხის ფონზე აშშ ახლა რეგიონში საკუთარ სამხედრო სტრუქტურას განიხილავს და სიტუაციის განვითარებასაც აკვირდება.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი დღეში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას სიტუაციის შესახებ.

 

“მან (ბაიდენმა) ნათლად განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების მთელ გუნდს, რომ ჩვენ სერიოზულად მივუდგეთ თავდაცვის, ისრაელის თავდაცვის ვალდებულებას“, – აღნიშნა კირბიმ.

 

გარდა ამისა, თეთრი სახლი ელოდება “ჰამასის” პასუხს მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით.

 

1 აპრილს ისრაელმა სირიაში დამასკოზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი ირანელი დაიღუპა, მათ შორის ორი გენერალი.

 

თეირანმა თავდასხმაში თელ-ავივი დაადანაშაულა და “მკაცრ” პასუხს დაჰპირდა. ისრაელმა, თავის მხრივ, გააფრთხილა ირანი შედეგების შესახებ და გამოაცხადა IDF-ის გაზრდილი მზადყოფნა.

 

როგორც მედია აღნიშნავს, ირანმა მიანიშნა შეერთებულ შტატებს, რომ თეირანი “კონტროლირებად” შეტევას განახორციელებს ისრაელზე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები