spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კლიჩკო – კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.

 

მისი ინფორმაციით, მოხუცი ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

 

2 იანვრის დილით, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელეს კიევზე. დედაქალაქში რამდენიმე უბანში ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა, გაითიშა ელექტროენერგია, შეწყდა წყალი, გაჩნდა ხანძარი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები