spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კლიჩკო – ყველას ვთხოვ, მოამზადონ თბილი ტანსაცმელი, საბნები

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კიეველებს მოუწოდებს, მოემზადონ იმისთვის, რომ ზამთარში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.

 

“ჩვენ მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ და სხვადასხვა სცენარი უნდა გავთვალოთ. გაზი მთავრობის პასუხისმგებლობაა. დაგვარწმუნეს, რომ გაზი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება და არ გაძვირდება. ეს მოლოდინია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება იყოს ტერორისტული აქტები, თავდასხმები გაზის სატუმბ სადგურებზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ სცენარს.

 

ჩვენ შევიძინეთ გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მათ საავადმყოფოებში, ბაღებსა და სკოლებში გამოვიყენებთ.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სახლებში სითბო იყოს, თუმცა ყველას ვთხოვ, მოამზადონ თბილი ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. ნორმა 21 გრადუსია და შესაძლოა, 19 ან 18 იყოს“, – განაცხადა კიევის მერმა.

 

ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ კიევი იყო და არის აგრესორის სამიზნე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქი ახლა ბევრად უკეთ არის მომზადებული მტრის სავარაუდო თავდასხმისთვის.

 

“ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში გვექნება გენერატორები. თუ არ არის გათბობა ან გაზი, გვაქვს მაზუთის მარაგი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ავტონომიურად ფუნქციონირებას, მაგრამ ეს არის საკმაოდ მოკლე პერიოდი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პრობლემი მოგვარდეს“, – განმარტა კლიჩკომ.

 

მერის თქმით, მარტში კიევში დაახლოებით ერთი მილიონი კიეველი იყო, ახლა კი, ქალაქში ტელეფონების რაოდენობის შესახებ მობილური ოპერატორების მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანია, თუმცა ყველა მათგანი კიეველი არ არის.

 

“დღეს დაახლოებით 120 000 იძულებით გადაადგილებული პირი ოფიციალურად დარეგისტრირდა, ჩვენი გათვლებით კი 200 000-მდეა. და დაახლოებით ერთი მილიონი კიეველი ჯერ არ დაბრუნებულა ქალაქში”, – განაცხადა კლიჩკომ.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიევი იყო აგრესორის სამიზნე და აგრესორის სამიზნე რჩება, მაგრამ დედაქალაქი ახლა ბევრად უკეთ არის მომზადებული მტრის სავარაუდო თავდასხმისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები