spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კლიშჩიივკა ჩვენია!” – უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან მდებარე ქალაქის გათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან კლიშჩიივკა გაათავისუფლეს, თუმცა მტერი არ წყვეტს დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის მცდელობებს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების 80-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს.

 

“კლიშჩიივკა ჩვენია! “ლიუტის” ბრიგადის ჯარისკაცებმა თავდაცვის ძალების ძმებთან ერთად უკრაინის დროშა დააბრუნეს გათავისუფლებულ კლიშჩიივკას თავზე”, – წერენ სამხედროები.

 

ბრიგადამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა კლიშჩიივკაში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. სამხედროებმა განაცხადეს, რომ დასახელებული პუნქტი გაათავისუფლეს 80-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის და “ლიუტის” ბრიგადის ჯარისკაცებმა.

 

“მაგრამ მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენ ჯარისკაცებს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს და ცეცხლის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს“, – აღნიშნეს სამხედროებმა.

 

კლიშჩიივკას ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებს უკრაინის შსს.

 

“ნაციონალური პოლიციის ბრიგადის „ლიუტის“ მებრძოლებმა 80-ე სპეციალიზებული ბრიგადის და მე-5 სპეციალიზებული ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად, მძიმე ბრძოლების შედეგად, განდევნეს რუსი ოკუპანტები და უკრაინის დროშა დაუბრუნეს განთავისუფლებულ კლიშჩიივკას”, – აცხადებენ შსს-ში.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 სექტემბრის საღამოს ანგარიშში არ ახსენა კლიშჩიივკას განთავისუფლება, მაგრამ აღნიშნა, რომ კლიშჩიივკას რაიონში სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა და ასევე განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F80brigade%2Fvideos%2F699108561575096%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები