spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კოალიცია ცვლილებისთვის” “რესპუბლიკელები” და “აქტივისტები მომავლისთვის” შეუერთდნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” პარტია “რესპუბლიკელები” და ორგანიზაცია “აქტივისტები მომავლისთვის” შეუერთდნენ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ერთიანდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას უზრუნველყოფენ.

“მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ.  ისმის კითხვა, როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც 26 ოქტომბერს უმრავლესობას მოიპოვებს, ესაა პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა რომ მოიტანოს კოალიცია #4-ს. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ქვეყანაში კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე, ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად, კოალიცია 4-თან ერთად”, – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები