spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კობა ნაყოფია – ხვალინდელი აქცია იქნება ხალხმრავალი და მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ, სუსტადაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

 

“ხვალინდელი აქცია აუცილებლად ჩატარდება, ის იქნება ხალხმრავალი, ეს აქცია მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. არის კარგ პოლიტიკურ ფორმაში, მაგრამ რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე მომეჩვენა, რომ ის არის სუსტად, მას უჭირს გადაადგილება.  ვისაუბრეთ, სხვათაშორის, ვდილობდა გაეხსენებინა გლდანთან დაკავშირებით და თქვა, რომ ბევრი რამ იქედან არც კი მახსოვსო. პოსტტრავმული სინდრომის რაღაც ხდება აშკარად”, -განაცხადა ნაყოფიამ.

 

მისივე თქმით, შესაძლოა,  მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გარდაუვალი გახდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები