დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და არა ომი, როგორც ამას იძახის “ქართული ოცნება“. ისინი იბრძვიან მშვიდობისთვის საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიჰბაძოს მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს ქართველ ხალხს.
“ქართული ოცნება“, როგორც იქცევა ამის კომენტირებაც კი უხერხულია, ეს ამორალური რეკლამები, ბანერები და ეს საოცრება, რაც ჩაიდინეს, ზოგადად, ამის გამოყენება არის ამორალური. არ ვიცი რა ენით უნდა შეაფასო ეს ქმედებები, თვითონაც დაინახეს ქართული საზოგადოების ასეთი მძაფრი რეაქცია და მოუწიათ ჩამოხსნა, როგორ სამარცხვინოდაც დაკიდეს, ისევე სამარცხვინოდ ჩამოხსნეს. ასეთი ფსკერი, როგორ უნდა გახვრიტო, კიდევ სად უნდა ჩავარდე ამის მერე, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და არა ომი, როგორც ამას იძახის „ქართული ოცნება“. ისინი იბრძვიან მშვიდობისთვის საქართველოში. ეს არჩევნები დასრულდება ქართული ოპოზიციის გამარჯვებით, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ დამარცხებით. მათ აქვთ ისტორიული შანსი გადავიდნენ ოპოზიციაში და მშვიდობიანად ისევე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წელს, როდესაც საღამოს 8 საათზე მიულოცა ეგზიტპოლების მაჩვენებლების მიხედვით. პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედმა ხელისუფლებამ და მისმა პრეზიდენტმა მიულოცა გამარჯვებულ მხარეს არჩევნებში გამარჯვება, გადააბარა მშვიდობიანად ხელისუფლება. ივანიშვილს აქვს კარგი მაგალითი, რომ გაიმეოროს იგივე, ეყოს გამბედაობა, ნებისყოფა და ძალა იმისთვის, რომ მიიღოს მისთვის მტკივნეული, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გადააბაროს ხელისუფლება ქართველ ხალხს.
ხელისუფლება ახლა არის უკიდურესად სუსტი, მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და ახლა შეეცდებიან გაფართხალებას, თუმცა იმდენად დიდია ტალღა ქართულ საზოგადოებაში, რომ ის ვერ მოახერხებს ამ არჩევნების მოპარვას ფიზიკურად. აი, უბრალოდ, ამაში, რომ დარწმუნდეთ, ქუჩაში რომ გაიაროთ ხალხს, როცა ესაუბრები იგრძნობა. 2018 წელს “ქართულმა ოცნებამ” მოიპარა არჩევნები, ისევე როგორც, მოიპარა 2020 წელს და 2021 წელს. ვერც ერთ წელს ვერ შევადარებ 2024-ს, ეს არის რადიკალურად განსხვავებული. ჩვენს ქვეყანაში არასდროს დამდგარა საკითხი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ყოველთვის იყო ნათელი, ყველა ხელისუფლების დროს, გარდა ივანიშვილის ხელისუფლების დროისა, როდესაც ჩვენ ნამდვილად ეგზისტენციალური პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვიცით საით მიექანება ქვეყანა და ამიტომ ყველაფერი უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.