spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კობა ნაყოფია – მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ 2022 წელი გარდამტეხი იქნება საქართველოს ისტორიაში

მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ 2022 წელი გარდამტეხი იქნება საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

ნაყოფიას თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია.

 

“ის ძალიან საღად აზროვნებს, ძალიან კარგად იცის რას აკეთებს, ძალიან კარგად იცის სამომავლო გეგმებიც, მათ შორის ძალიან კარგად იცის, ეს ბრძოლა როდის და როგორ დაგვირგვინდება. აუცილებლად დაგვირგვინდება მისი და  ჩვენი ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქის გამარჯვებით. გადმომცა, რომ ყველასთვის მიმელოცა დამდეგი შობა-ახალი წელი. არის განწყობილი იმისთვის, რომ 2022 წელი იქნება გარდამტეხი საქართველოს ისტორიაში. აუცილებლად 2022 წელს საქართველოში მოხდება ძირეული ცვლილებები, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს განვითარების სწორ გზას”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები