spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კობა ნაყოფია – ყველაზე კარგ პოლიტიკურ ფორმაში როდესაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს

ყველაზე კარგ პოლიტიკურ ფორმაში როდესაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს, – ამის შესახებ სენაკის მერობის კანდიდატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შიმშილობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი საბრძოლო განწყობითაა. 

 

“მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, შესანიშნავ ფორმაში.  ვუთხარი, რომ მისი მშურდა, ცოტა გამხდარია და ამიტომ. არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში როდესაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს, ძალიან კმაყოფილი და დამუხტული გამოვედი მისგან დღეს”, -განაცხადა ნაყოფიამ.

 

რაც  შეეხება გზავნილებს, ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ბრძოლის ბოლომდე მიყვანისაკენ მოუწოდებს.

 

“ბრძოლა ბოლომდე – ეს არის მისი მთავარი გზავნილი, რომელიც უნდა, რომ ყველას გავაგებინოთ. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იბრძოლოს გამარჯვებამდე.  მან ემიგრანტებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ ამ არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა 30-ში არჩევნები ვერ მოიპაროს ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ”. ამავე დროს ამბობს, რომ პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იყოს მობილიზებული, რომ 30 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დამარცხდეს”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები