თუ “ქართული ოცნება” ისევ გადაწყვეტს, მიიტაცოს სახელმწიფო, მიიტაცოს არჩევნები, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს წევრებს ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ექნებათ სანქციები და სხვა სადამსჯელო ზომები.
“თუ “ქართული ოცნება” ისევ გადაწყვეტს, მიიტაცოს სახელმწიფო, მიიტაცოს არჩევნები, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი. მინისტრების შეკრება ზუსტად ამას მიეძღვნება.
წინასწარ ექნებათ მათ მომზადებული მექანიზმი, მათ შორის, სანქცირების და ასევე, სამწუხაროდ, სხვა ზომებისაც, რომელსაც ევროკავშირი გაატარებს საქართველოს ხელისუფლების, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მიმართ”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
17-18 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.