spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კობა ნაყოფია – უკრაინაში შესვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის გამო ამიკრძალეს

კიევი: ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია მიიჩნევს, რომ ის უკრაინაში სავარაუდოდ, მიხელ სააკაშვილთან თანამშრომლობის გამო არ შეუშვეს.

 

“მე ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ვარ ამავე ფრაქციის წევრი პარლამენტში, სავარაუდოდ, ამასთან არის დაკავშირებული, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ”, – განუცხადა Front News-ს ნაყოფიამ.

 

მისივე თქმით, აეროპორტის ხელმძღვანელობას მისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მიზეზები არ განუმარტავს, ამიტომ იმოქმედებს სამართლებრივად, რათა სიტუაციაში გაერკვეს. 

 

ნაყოფია ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება და სთავაზობენ, საქართველოში საღამოს დანიშნული რეისით დაბრუნდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები