სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარადგინა.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის.
“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა. დღეს, თანამშრომლებს მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარვუდგინე. ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებული სტრატეგიული გეგმის შესრულებაზე და სამსახურის განვითარების ხედვის შემუშავებაზე. გამოვთქვით დიდი სურვილი და მზაობა თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმების პროცესში“, – განაცხადა კაციტაძემ.