ზელენსკიმ აჩვენა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერია, ის თვითონ სთავაზობს უკვე გარკვეულ წინადადებებს და ფორმებს უდიდესი გავლენის მქონე ქვეყნებს. მან ტრამპთან თავისი პოლემიკით და განცხადებებით გამოავლინა, რომ ის არის აბსოლუტურად გავლენიანი პოლიტიკური ლიდერი, – ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ინიციატივის” თანადამფუძნებელმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გამოცდილებას და სამხედრო ძალას ევროპა ხედავს.
“უკრაინას იმხელა სამხედრო ძალა აქვს და იმხელა გამოცდილების, რომ ყველა ევროპელი ხედავს, მათ შეიძლება კონტრიბუცია თავად შეიტანონ ევროპის უსაფრთხოებაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები თუ გაცივდა, ეს არის გამოსავალი. არა, არ უნდა გაცივდეს. ამ კრიზისს, რაც რეალურია, ვერ გავექცევით. უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ტრამპის შეფასებები სამწუხაროზე მეტია. რუსმა აგრესორმა უფრო დაჯერებულად იგრძნო თავი. მე მგონი, აქაც ყველაფერი ნათელია. ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამაზიანებელი და ამას დახვდა უკრაინის მხრიდან ის პასუხი, რაც უნდა დახვედროდა. იმათაც კი, ვინც ზელენსკის მომხრედ არ ითვლება, მათაც თქვეს, რომ ეს არის უკრაინის შიდა საკითხი და არჩევნებს ომის პირობებში არ ჩაატარებენ. ზელენსკიმ აჩვენა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერია, ის თვითონ სთავაზობს უკვე გარკვეულ წინადადებებს და ფორმებს უდიდესი გავლენის მქონე ქვეყნებს. მან ტრამპთან თავისი პოლემიკით და განცხადებებით გამოავლინა, რომ ის არის აბსოლუტურად გავლენიანი პოლიტიკური ლიდერი”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.