spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კოლბრუნი – ვიმედოვნებთ, ჩვენ შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს

მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის მისიის საფასური ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, არამედ კეთილდღეობისა და მშვიდობის გაუმჯობესების რეალური გასაღები, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის კოლბრუნმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

 

“ჩამოვედით, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მე მოვდივარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ფასეულობების დაცვის უპირატესობით, რომლებსაც გვეშინია, რომ საფრთხე დაემუქრება ამ კანონმდებლობით და რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. მე აქ ვარ, იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის მისიის საფასური ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, არამედ კეთილდღეობისა და მშვიდობის გაუმჯობესების რეალური გასაღები.

 

ჩვენ ეს ვისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებით. გაგვიმართლა, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ვხედავთ, როგორ მოუტანა ამ გზამ მათ საზოგადოებას კეთილდღეობა.

 

საქართველოში ჩამოვედით, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც თავს ესხმის რუსეთი. და ეს რეალურად ასახულია საქართველოს მოსახლეობის 85 %-ის მოსაზრებაში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას”, – განაცხადა კოლბრუნმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები