spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კოლომინა – ყველა უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

 

“არის რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების განხორციელების დონესთან და ტემპთან მიმართებაში, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტთან დაკავშირებით, ასევე რეაქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ აღედგინა ფრენები. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას.

 

ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კოლომინამ.

 

მისივე თქმით, უკრაინის საკითხი ვილნიუსის სამიტზე პირველი პრიორიტეტი იქნება.

 

“ჯერ ისევ გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს. 

 

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული და იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას, მონდომებული ვართ, რომ საქართველო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი, იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდში მივიღეთ ბევრი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც უნდა შევაფასოთ. 

 

ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები