spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს

კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე (BMO 2024), რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა, 3 მედალი მოიპოვეს.

 

ოქროს მედალი დავით კლდიაშვილმა მიიღო, ვერცხლის – ლუკა წულაიამ, ბრინჯაო კი გიორგი კეკენაძემ.

 

საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გუნდის ლიდერი – ლუკა მაჭარაშვილი. წევრები: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, რატი რატიანი, მირზა შანიძე, ლუკა წულაია.

 

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (137 მოსწავლე) მონაწილეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები