საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთმოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.