spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კომიტეტმა პარლამენტის წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ხუთი გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

 

პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძე გახდება,  ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე – თენგიზ შარმანაშვილი,  გიორგი ხელაშვილს  მერაბ ქვარაია ჩაანაცვლებს, ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლე, გენდერული კვოტის გათვალისწინებით, სალომე ქურასბედიანი იქნება. ვლადიმერ ჩაჩიბაიას ირაკლი კირცხალია ჩაანაცვლებს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,   ცენტრალური  საარჩევნო კომისიიდან შემოსულია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები