spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კომუნიკაციების კომისიისა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიამ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. სომეხ კოლეგებს კომუნიკაციების კომისიის წევრები და თანამშრომლები შეხვდნენ.

 

მარეგულირებლებს შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა მოაწერეს.  

 

მხარეები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივის ფარგლებში არსებულ კანონისა და რეგულაციების მიხედვით კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის მარეგულირებლები მაუწყებლობის რეგულირების სფეროსა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ორმხრივ შეხვედრებზე, კონსულტაციებზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ექსპერტულ დახმარებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.

 

აღნიშნულ თემებზე ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა კოლეგებს აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები, საქმიანობა და გეგმები გააცნეს. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრ ივანე მახარაძესთან ერთად TV-Radio Armenia-ს ხელმძღვანელობა ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ, სადაც სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის საქმიანობა გააცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები