ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. შეხვედრის დაწყებამდე კონგრესმენებმა საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამერიკელი კონგრესმენის ალექს მუნის განცხადებით, საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით.
“ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, – აცხადებს ალექს მუნი.