კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ მას არავინ დასჯის, რადგან არაფერი დაუშავებია. ამასთან, მორგოშია, 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე არც მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
“250 და 300 კაცი, რომ ჩემს დასჯას ითხოვს, იმიტომ რომ ეგეთია მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, ამის გამო, არა მგონია, რომ მე ვინმემ დამსაჯოს, მით უმეტეს, როცა მე კანონდარღვევა არ მაქვს არანაირი. აფრიალებენ ამ ერთსა და იმავე კადრს და დადიან ჩემი სურათებით ხან ვისთან, ხან ვისთან, ამის გამო არავის არ იჭერენ და მათ შორის, არც მე.
მე არ მომიწოდებია, რომ ან თქვენს ოპერატორზე, ან ვინმეზე ფიზიკური ანგარიშსწორება ჰქონოდათ, დანარჩენი, იმ ადამიანს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ ფაქტის გამო ვწუხვარ ისედაც და მე ეს მოწოდებები სულ მქონდა მერე, რომ ჟურნალისტებზე არ გინდათ ძალადობა და ასე და ისე, მაგრამ, ახლა მორალურ პასუხისმგებლობას რაზე უნდა ვგრძნობდე?”- აცხადებს მორგოშია “ტვ პირველთან”.