spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევიდან 731 თბილისში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 75, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 56, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 272, აჭარაში – 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 79, აჭარაში – 8, იმერეთში – 11. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 – თბილისში, 287 – აჭარაში.  8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 473 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 989 პირი, აჭარაში – 2 340, იმერეთში – 1 082.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები