spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 85 თბილისში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში – 129, აჭარაში – 25, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 – თბილისში, 35 – აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 15.

სულ  6 ოქტომბრიდან – 21 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 728 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 156 პირი, აჭარაში – 583, იმერეთში – 935.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები