spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევიდან 1 208 თბილისში გამოვლინდა, 729 – იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც: 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 256, აჭარაში – 496, იმერეთში – 1 288.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი,  მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.

 

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები